ავტორიზაცია

"არავის აქვს უფლება წასვლის სურვილის გამო გამაკრიტიკოს", - მბაპეს ჰკითხეს, შეიძლება თუ არა რეალში იანვარშივე გადავიდეს

"არავის აქვს უფლება წასვლის სურვილის გამო გამაკრიტიკოს", - მბაპეს ჰკითხეს, შეიძლება თუ არა რეალში იანვარშივე გადავიდეს
თარიღი 28 Dec 2021, 22:11

„პსჟ-ს“ ვარსკვლავურმა შემტევმა, კილიან მბაპემ, საკუთარ მომავალზე და გასულ ზაფხულს მადრიდის „რეალში“ ჩაშლილ ტრანსფერზე ისაუბრა.

„შესაძლებელია თუ არა იანვარში მადრიდის „რეალში“ გადასვლა? არა, სეზონს 100%-ით „პსჟ-ში“ ჩავამთავრებ.

წავალ თუ არა „რეალში“ ზაფხულში? ახლა ჩემს მომავალზე სალაპარაკოდ იდეალური დრო არ არის. მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, რომ „პსჟ-სთან“ ერთად თებერვალში და მარტში „რეალი“ დავამარცხო და ჩემპიონთა ლიგა მოვიგო.

ვნანობ თუ არა იმას, რომ გასულ ზაფხულს გუნდიდან წასვლის სურვილი გამოვთქვი? არა, არაფერს არ ვნანობ, იმიტომ რომ გულწრფელი ვიყავი. არავის აქვს ჩემი გაკრიტიკების უფლება, რადგან ეს ჩემი სურვილი იყო, ინდივიდუალური სურვილი.“ - აღნიშნა მბაპემ CNN-თან საუბარში.

ფრანგ ფეხბურთელს გუნდთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ ის თავისუფალი აგენტის სტატუსით გუნდს დატოვებს და უდიდესი ალბათობით, მადრიდის „რეალში“ გადაბარგდება.

შეგახსენებთ, რომ „რეალი" და „პსჟ" ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში დაუპირისპირდებიან. პირველი მატჩი თებერვალში გაიმართება, საპასუხო კი - მარტში.