ავტორიზაცია

VIDEO: ბრენდან როჯერსი ყოფილ გუნდს ჩემპიონობისთვის ბრძოლაში აფერხებს - ლესტერმა ლივერპულს მოუგო

თარიღი 29 დეკ 2021, 02:05

პრემიერ ლიგის მე-20 ტურში „ლივერპული“ სტუმრად „ლესტერ სიტისთან“ დამარცხდა.

შეხვედრა „ქინგ ფაუერ სტედიუმზე“ გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა.

მატჩის ერთადერთი გოლი 59-ე წუთზე ლუკმანმა მოედანზე შესვლიდან 3 წუთში გაიტანა და თავის გუნდს გამარჯვება მოუტანა.

„ლივერპულს“ 19 ჩატარებული მატჩის შემდეგ 41 ქულა აქვს და გუნდი ლიდერ „სიტის“ თანაბარი რაოდენობის მატჩების შემდეგ უკვე 6 ქულით ჩამორჩება, მესამე კი „ჩელსია“, რომელსაც ასევე 41 ქულა აქვს.