ავტორიზაცია

ციფრები: რამდენად დაეცა კვარაცხელიას მაჩვენებლები გასულ სეზონთან შედარებით?

ციფრები: რამდენად დაეცა კვარაცხელიას მაჩვენებლები გასულ სეზონთან შედარებით?
თარიღი 29 დეკ 2021, 12:56

ანალიტიკურმა პლატფორმა Instat-მა რუსეთის პრემიერლიგის პირველი წრის სტატისტიკური შეჯამება გამოაქვეყნა. აღნიშნული პლატფორმის დახმარებით შეგვიძლია შევისწავლოთ ხვიჩა კვარაცხელიას თამაშიც ციფრებში.

გასულ სეზონში ქართველმა გარემარბმა ოთხი გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე პასი გააკეთა, მიმდინარე სეზონში კი მხოლოდ ერთი ბურთი და ორი ასისტი აქვს.

ყაზანის "რუბინის" ვინგერი საჯარიმოში დაახლოებით 3.5 შედეგიან გადაცემას აკეთებდა, ახლა ეს მაჩვენებელი 2.8-მდე დაეცა. გარდა ამისა, 21-წლის ფლანგელზე უფრო იშვიათად ირღვევა თამაშის წესები: 44-დან 26-მდე.

რუსეთის ჩემპიონატის მთავარი დრიბლიორი "წითელ-მწვანეების" 21-ნომერი აღარ არის - ახლა პირველ ადგილზე არის მოსკოვის "ცსკა"-ს შემტევი, ჩიდერე ეჯუკე.

რაც შეეხება ზრდას, კვარაცხელიას დარტყმების პროცენტული მაჩვენებელი - 53%-დან 55%-მდე. ასეთია ქართველი გარემარბის მონაგარი რუსეთის პრემიერ ლიგის პირველ წრეში.