ავტორიზაცია

მატას ლა ლიგაში დაბრუნების ალბათობა დღითიდღე იზრდება

მატას ლა ლიგაში დაბრუნების ალბათობა დღითიდღე იზრდება
თარიღი 29 დეკ 2021, 13:59

"მანჩესტერ იუნაიტედის" შემტევმა ნახევარმცველმა, ხუან მატამ შესაძლოა კარიერა ესპანურ ლა ლიგაში გააგრძელოს. 33 წლის ფლეიმეიქერის მომსახურებით "რეალ სოსიედადი" დაინტერესდა, იუწყება The Sun.

"რეალ სოსიედადი" მომავალ ზაფხულს მატას უფასო აგენტის რანგში ელის. ესპანელის ამჟამინდელი კლუბი მასთან კონტრაქტის განახლებას არ გეგმავს, ეს თითქმის გადაწყვეტილია.

მანამდე ნახევარმცველით "ბარსელონა" დაინტერესდა, რომელიც შარშან მატასთან კონტრაქტის გაფორმებას ცდილობდა. ნახევარმცველი "მანჩესტერ იუნაიტედში" 2014 წლის ზამთარში გადავიდა "ჩელსიდან" 45 მილიონ ევროდ.

მატა "არისტოკრატებში" 2011 წლიდან თამაშობდა. მანამდე ესპანელი თამაშობდა "ვალენსიასა" და მადრიდის "რეალში". ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში ხუანმა მოიგო მსოფლიო ჩემპიონის (2010) და ევროპის (2012) ტიტულები.