» იხილე განახლებული ვებ-გვერდი

ბურდულის გაძევება, 2 არჩათვლილი გოლი, გინება... უმაღლესი ლიგა მე-8 ტურის რევიუ



llუმაღლესი ლიგის მე-8 ტური საკმაოდ საინტერესო გამოდგა. თბილისის "დინამომ" კვლავ ვერ მოახერხა საკუთარი მატჩის მოგება და მეტოქე "სამტრედია" კიდევ უფრო მიუახლოვდა მას, რომელმაც უკანასკნელ ტურში ბათუმის "დინამო" დამაჯერებლად დაამარცხა. ასევე, ვერ მოახერხეს გამარჯვების მოპოვება, ვერც "სპარტაკმა" და, ვერც ქუთაისის "ტორპედომ". ორივე გუნდმა  თითო-თითო ქულა მოიპოვა და 1 ადგილით უკან დაიწია. გთავაზობთ, უმაღლესი ლიგის მე-8 ტურის საინტერესო ფაქტებს: llრა თქმა უნდა, აღსანიშნავია "ზესტაფონის" საკმაოდ ცუდი ფორმა. თითქოს და გუნდს გამოცდილი და ძლიერი მოთამაშეები ჰყავს, თუმცა ისინი შეხვედრების მოგებას ვერ ახერხებენ. გია გეგუჩაძის შეგირდებმა ბოლო 5 მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგეს, თბილისში, "სიონთან". ამის შემდეგ კი მათ ზედიზედ 3 შეხვედრა დაამთავრეს ფრედ. ჯერ "შუქურასთან", შემდეგ "მეტალურგთან", ბოლოს კი აუტსაიდერ "კოლხეთთან", რომელთანაც გამარჯვება მათ ჰაერივით ესაჭიროებოდათ. ამჩნევთ, ალბათ, რომ "ზესტაფონელები" საკმაოდ კარგად იწყებენ შეხვედრებს და გოლების გატანასაც ახერხებენ, თუმცა მეორე ნახევარი მათი აქილევსის ქუსლია. სწორედ ამ ტაიმში მიდის უკან გია გეგუჩაძის გუნდს თამაში და ამ ტაიმში, იდება უარყოფითი შედეგი. ასეა თუ ისე, ამჟამად "ზესტაფონი", უმაღლესი ლიგის მე-11 ადგილზეა და ეს ილია კოკაიასთვის ნამდვილად არ არის დამაკმაყოფილებელი შედეგი. Untitled-1 llთუ სამტრედიამ უმაღლსი ლიგა მოიგო, ეს იქნება პირველი შემთხვევა ქართული ფეხბურთის ისტორიაში, როცა პირველი ლიგიდან გადმოსული გუნდი გახდება ჩემპიონი. რა თქმა უნდა, აქამდე ჯერ შორია და ჯერ კიდევ არაერთი ტურია დარჩენილი, თუმცა ეს ფაქტი საინტერესოა. ამჟამად, "სამტრედიელები" გათამაშების ცხრილის მე-2 პოზიციაზე იმყოფებიან და ლიდერ, "დინამოს", რომელმაც ბოლო მატჩი ვერ მოიგო, მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩებიან. გელა სანაიას გუნდმა, ბოლო 5 შეხვედრიდან 4 მოიგო. ბოლო მატჩში, კი იმერულმა გუნდმა, ბათუმის "დინამო", დამაჯერებლად, 2:0 დაამარცხა. Untitled-1 llუკვე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ თბილისის "დინამო" უკანასკნელ ტურებში ქულებს კარგავს. ჯერ იყო და კახა გოგიჩაიშვილის გუნდი "მეტალურგთან" საკმაოდ დიდი ანგარიშით, 3:0 დამარცხდა. ამას მოჰყვა გორში ნათამაშები ფრე და ბოლო იყო მე-8 ტურის მატჩი, "მერანთან". ალბათ, "დინამო" ვალდებული იყო, რომ საკუთარ არენაზე, უმაღლესი ლიგის ერთ-ერთი საუტსაიდერი "მერანი", დაემარცხებინა, თუმცა, ალბათ თბილისელები მოგებაზე არ უნდა ჩიოდნენ, რადგან მარტივად იყო შესაძლებელი, რომ მათ გუნდს წაეგო ეს შეხვედრა. "დინამოსა" და "მერანს" შორის გამართული შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა და, როგორც "დინამოს", ასევე "მერანს" ჰქონდა არაერთი საგოლე ეპიზოდი. ალბათ, ამ მატჩში ფრე სამართლიანი შედეგი იყო. ცნობისთვის, ბოლო 5 შეხვედრიდან კახა გოგიჩაიშვილის გუნდმა 3 ვერ მოიგო და "სამტრედიასთან" სხვაობა 1 ქულამდე შეამცირა. Untitled-1 llუმაღლესი ლიგის მე-8 ტურის მატჩში, ქობულეთის "შუქურამ", შინ "მეტალურგი" მიიღო და მინიმალური სხვაობით დამარცხდა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მატჩში 2 პენალტი დაინიშნა და გულშემატკივრები კიდევ 2-ს ითხოვდნენ. ქობულეთელებმა თერთმეტმეტრიანი ზუსტად ვერ შეასრულეს, რუსთაველთა მხრიდან კი პენალტი გოლად კილასონიამ აქცია. ამ მატჩში, აღსანიშნავი იყო ის, რომ "შუქურას" ფეხბურთელი, ჩაფიძე სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო იქნა გაძევებული მატჩიდან. Untitled-1 llვინც, "ჩიხურასა" და "ვიტ ჯორჯიას" მატჩს უყურა, ალბათ, შეამჩნევდა, რომ მოედნის საფარი საკმაოდ ცუდ მდგომარეობაში იყო. მართალია, საჩხერეში მთელი დღის განმავლობაში წვიმდა და სწორედ ამან გამოიწვია ბალახის დალპობა, თუმცა ასეთ სტადიონზე თამაშის ჩატარება, პრაქტიკულად შეუძლებელია. სურათზე ხედავთ, თუ როგორ იდგა წყლის გუბე, შუა მოედანზე და ის ფეხბურთელებს ძლიერ უშლიდა ხელს. ხშირი იყო შემთხვევები, როცა მოთამაშეები სველ მინდორზე სრიალდებოდნენ. Untitled-1 llუმაღლესი ლიგის მე-8 ტურის მატჩში, "სიონმა" "დილას" უმასპინძლა და 1:4 დამარცხდა. ამ შეხვედრაში აღსანიშნავი იყო ის ფაქტი, რომ მე-2 გოლის დროს, ბოლნისელთა ფეხბურთელი წაიქცა და ისე მოიპოვეს გორელებმა ბურთი, რომელიც შემდეგ მოდებაძემ გოლად აქცია. სწორედ ამან გააღიზიანა ვლადიმერ ბურდული, რაც ბოლოს მსაჯთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი მოედანზეც კი შევიდა და მსაჯისკენ იწეოდა, თუმცა საბოლოოდ სიტუაცია განიმუხტა. ბურდულის სასჯელს რაც შეეხება, მან წითელი ბარათი მიიღო და ტრიბუნებზე გადაინაცვლა... Untitled-1 llვინც "დინამოსა" და "მერანის" მატჩს ადევნა თვალი, ალბათ, შეამჩნევდა, რომ შეხვედრა საკმაოდ დაძაბული იყო და 2-ვე გუნდს ჰქონდა გოლის გატანის იდეალური მომენტები. გუნდები 90 წუთის განმავლობაში უტევდნენ, რის გამოც ტემპი უზომოდ მაღალი იყო და გულშემატკივრებიც მთელი მატჩის განმავლობაში დაძაბულები იყვნენ. უნდა აღინიშნოს გოლები, რომელიც ამ შეხვედრაში გავიდა და არ ჩაითვალა - ასე თუ ისე, ორივე საკმაოდ უცნაურ სიტუაციაში გაუქმდა. პირველი გოლი, გიორგი ჩირგაძემ გაიტანა "მარტვილელთა" კარში, რომელიც მსაჯმა წესების დარღვევის გამო არ ჩათვალა. არბიტრმა ჩათვალა, რომ ჩირგაძემ მეტოქის მცველზე იუხეშა და გოლიც ამიტომ გაუქმდა. მეორე გოლი, "მერანმა" გაიტანა საჯარიმო დარტყმით და გვერდითა არბიტრმა თამაშგარის ალამი აღმართა, თუმცა გამეორებაზე ნამდვილად არ ჩანს კარგად რომელ ეპიზოდში მოხვდა ბურთი მარტვილელ ფეხბურთელს საჯარიმო დარტყმის დროს. Untitled-1 ll Untitled-1 ll Untitled-2 ll Untitled-2 ll gundi

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ინიესტა კასილასს დაემშვიდობა

მოგეხსენებათ, ლეგენდარულმა მეკარემ იკერ კასილასმა კარიერის დასრულებაზე ოფიციალური განცხადება გააკეთა.

დღეს, 03:06

არანაირი ლუდი და სოციალური დისტანცია: ბუნდესლიგაში ფანები ტრიბუნაზე ბრუნდებიან

როგორც გავლენიანი გამოცემები იტყობინებიან, ბუნდესლიგის ახალი სეზონიდან გულშემატკივრები სტადიონზე დაიშვებიან.

დღეს, 02:55

"რთული შეკითხვაა" - კაზემირომ თავის მომავალზე ისაუბრა

მადრიდის 'რეალის" ბრაზილიელმა ნახევარმცველმა კაზემირომ თავის მომავალზე კომენტარი გააკეთა.

დღეს, 02:49

პრემიერ ლიგაში დაბრუნებული სამივე გუნდის ვინაობა ცნობილია

ცოტა ხნის წინ, პრემიერ ლიგასი გადასული სამივე გუნდის ვინაობა გახდა ცნობილი.

დღეს, 02:46

გენტის მწვრთნელმა ჩაკვეტაძის ტრავმაზე კომენტარი გააკეთა

მოგეხსენებათ, ერთ-ერთი ვარჯიშის დროს, გიორგი ჩაკვეტაძემ მიკრო ტრავმა მიიღო და რეაბილიტაციას გადის.

დღეს, 02:38

კურიოზი: ამერიკელმა თანაგუნდელმა გურამ კაშიას უცენზუროდ, ქართულად მიმართა

საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია სოციალურ ქსელებში აქტიურობით გამოირჩევა.

დღეს, 02:34

დღეს ევროპა ლიგა განახლდება, სადაც ქართველი ფეხბურთელი ითამაშებს

რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ, დღეს ევროპა ლიგის 1/8 ფინალების მატჩები გაიმართება.

დღეს, 02:26

მაკრატელები და ჯარიმები - კვარაცხელია ვარჯიშზეც დაფრინავს [VIDEO]

მოგეხსენებათ, მომდევნო კვირაში რუსეთის ჩემპიონატის ახალი სეზონი იწყება.

დღეს, 02:21

ივანოვიჩის ახალი გუნდი ცნობილია

სანქტ-პეტერბურგის "ზენიტის" აწი უკვე ყოფილი მცველის, ბრანისლავ ივანოვიჩის ახალი კლუბი ცნობილი გახდა.

დღეს, 00:46

"პსჟ უახლოეს წლებში მსოფლიო ფეხბურთის ცენტრი გახდება", - ჰარვარდის ლექტორი

ჰარვარდის ლექტორი, ანიტა ელბერსე, რომელიც სპორტისა და გასართობი ინდუსტრიის გამოკვლევით არის დაკავებული "პარი სენ-ჟერმენის"

დღეს, 00:39

ოფიციალურად: უილიამსის მომავალი გაირკვა

"მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გუნდის მარცხენა მცველის, ბრენდონ უილიამსის შესახებ განცხადება გააკეთა.

დღეს, 00:27

ბუფონი კასილასს დაემშვიდობა: "უშენოდ ფასი არაფერს ექნებოდა"

ტურინის "იუვენტუსის" მეკარე, ჯანლუიჯი ბუფონი იკერ კასილასის ფეხბურთიდან წასვლას გამოეხმაურა. იტალიელმა ესპანელს პირდაპირ მიმართა:

დღეს, 00:12

სოლსკიაერი: "ლინგარდი ძალიან ბევრ გოლს იტანს"

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ოლე-გუნარ სოლსკიერმა ისაუბრა თავისი შეგირდის, ჯესი ლინგარდის შესახებ:

დღეს, 00:01

ოფიციალურად: ფერან ტორესი სიტის ფეხბურთელია

"მანჩესტერ სიტის" ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დაადასტურა, რომ "ვალენსიას" აწი უკვე ყოფილი შემტევი, ფერან ტორესი კლუბს შეუერთდა.

გუშინ, 23:45

კვლავ დემბელეს გარეშე - ფრანგის თამაში ნაპოლისთან გამოირიცხა

AS-ის თანახმად, "ბარსელონას" ჩემპიონთა ლიგაზე "ნაპოლისთან" განმეორებით შეხვედრაში ოსმან დემბელე ვერ დაეხმარება.

გუშინ, 23:35

ითამაშებს თუ არა გრიზმანი ნაპოლისთან?

როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონამ" ლა ლიგის სეზონი ჩაამთავრა თავისი ფორვარდის, ანტუან გრიზმანის გარეშე.

გუშინ, 23:27

რაკიტიჩი სევილიაში ბრუნდება? - გადაწყვეტილება მიღებულია

როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონას" ცენტრალური ნახევარმცველის, ივან რაკიტიჩის ყველაზე რეალურ მსურველად ამ დროისთვის "სევილია" მოიაზრება.

გუშინ, 23:17

ლივერპულსა და Nike-ს შორის ურთიერთობა დაიძაბა, მიზეზი - კლოპი

The Telegraph-ის თანახმად, "ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა Adidas-თან პერსონალურ კონტრაქტს მოაწერა ხელი.

გუშინ, 23:07

"კუბოს რეალში ხილვა, ბარსელონასთვის მტკივნეულია", - ინგლისელი მწერალი

"ბარსელონას" აკადემიის შესახებ წიგნის ავტორმა, კრის მარტინმა ტაკეფუსა კუბოს შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა:

გუშინ, 22:56

"გალიის გარშემო ჩა*მული ირბენ", - კონორი ხაბიბს

UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა ორ წონით კატეგორიაში, კონორ მაკგრეგორმა ხაბიბ ნურმაგომედოვს მორიგი პროვოკაციული განცხადებით მიმართა:

გუშინ, 22:45

"რთული გადაწყვეტილება იყო", - ჟოზე იკერის სათადარიგოთა სკამზე გამწესების შესახებ

ლონდონის "ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო გამოეხმაურა თავისი ყოფილი შეგირდის, იკერ კასილასის კარიერის დასრულებას:

გუშინ, 22:25

ბატშუაი თავის ყოფილ მწვრთნელთან გადადის

The Times-ის ცნობით, ლონდონის "ჩელსის" თავდამსხმელს, მიში ბატშუაის პრემიერ ლიგაში საკმაოდ საინტერესო მსურველი ჰყავს.

გუშინ, 22:00

სიტი ორ წამყვან მცველს დაემშვიდობება

ESPN-ის თანახმად, "მანჩესტერ სიტი" სატრანსფერო ფანჯრის ამოწურვამდე დაემშვიდობება თავის ორ ცენტრალურ მცველს.

გუშინ, 21:49

ლივერპული, სიტი თუ იუნაიტედი? - კულიბალისთვის ბრძოლაში ფავორიტი გამოიკვეთა

როგორც მოგეხსენებათ, "ნაპოლის" ცენტრალური მცველით, კალიდუ კულიბალით პრემიერ ლიგის სამი გრანდია დაინტერესებული.

გუშინ, 21:40

"რეალი სიტისთან ფავორიტი მხოლოდ ერთ შემთხვევაში იქნებოდა", - ადებაიორი

მადრიდის "რეალისა" და "მანჩესტერ სიტის" ყოფილმა თავდამსხმელმა, ემანუელ ადებაიორმა ჩემპიონთა ლიგაზე თავისი ექს-კლუბების შანსები შეაფასა:

გუშინ, 21:24

"ბაიერნი ჩემპიონთა ლიგის მოგებას ცდილობს, ბორუსია კი გერმანიის თასით კმაყოფილდება", - მათეუსი

მიუნხენის "ბაიერნის" ლეგენდარულმა ცენტრალურმა ნახევარმცველმა, ლოთარ მათეუსმა "რეკორდმაისტერისა" და დორტმუნდის "ბორუსიას" შესახებ ისაუბრა:

გუშინ, 21:12

პასტორე ევროპას ტოვებს

Corriere dello Sport-ის ცნობით, "რომას" შემტევი ნახევარმცველი, ხავიერ პასტორე კლუბის დატოვებასთან ახლოს არის.

გუშინ, 20:59

ანჩელოტი: "პეპს არასდროს ჰქონია დაცვითი ფეხბურთის გამოყენების საჭიროება"

"ევერტონის" მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ ხოსეპ გვარდიოლას შესახებ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა:

გუშინ, 20:45

როდის დაიხურება ტორესის ტრანსფერი?

როგორც მოგეხსენებათ, "მანჩესტერ სიტიმ" გაიფორმა "ვალენსიას" ახალგაზრდა და ნიჭიერი შემტევი, ფერან ტორესი.

გუშინ, 20:26

ჩემპიონობისგან დაბერებული ქალბატონი - როდის და როგორ შეწყდება იუვეს ჰეგემონია?

ტურინის "იუვენტუსი" სერია ა-ს ჩემპიონია, ზედიზედ მეცხრედ და საერთი ჯამში 36-ედ (ჩამორთმეული სკუდეტოების გათვალისწინებით). "ბებერი ქალბატონის"

გუშინ, 20:06
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10