ავტორიზაცია

შმეიხელი: "როგორ ავუღე პენალტი სალაჰს?"

შმეიხელი: "როგორ ავუღე პენალტი სალაჰს?"
თარიღი 29 დეკ 2021, 15:47

„ლესტერის“ მეკარემ კასპერ შმეიხელმა, ისაუბრა მომენტზე, როდესაც მოჰამედ სალას „ლივერპულთან“ მატჩში პენალტი აუღო.

„ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვებაა, რომლის შემდეგაც უნდა დავისვენოთ და წინსვლა გავაგრძელოთ. არ შემისწავლია, როგორ ურტყამს პენალტებს სალაჰი.

წინათგრძნობა მქონდა და მას მივენდე. ზოგჯერ, ცოტა იღბალიც გჭირდება, რომელიც „მანჩესტერ სიტისთან“ მატჩში არ გვქონდა, თუმცა დღეს გაგვიმართლა.“ - ციტირებს დანიელი მეკარის სიტყვებს BBC.

„ლივერპული“ 41 ქულით პრემიერ ლიგაში მეორე ადგილს იკავებს და ლიდერ „სიტის“ უკვე მთელი ექვსი ქულით ჩამორჩება, „ლესტერი“ კი 25 ქულით მე-9 პოზიციაზეა.