ავტორიზაცია

"როცა გვჭირდება, სულ აქ არის", - როჯერსმა თავის შეგირდს ერთ-ერთი საუკეთესო უწოდა

"როცა გვჭირდება, სულ აქ არის", - როჯერსმა თავის შეგირდს ერთ-ერთი საუკეთესო უწოდა
თარიღი 29 დეკ 2021, 15:50

„ლესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა, ბრენდან როჯერსმა, კასპერ შმეიხელის თამაში შეაფასა, რომელმაც „ლივერპულთან“ მატჩის მე-15 წუთზე მო სალაჰს პენალტი აუღო.

მატჩი „მელიებმა“ 1:0 მეორე ნახევარში ლუკმანის გოლით მოიგეს.

„ეს იყო აბსოლუტურად გმირული ასპარეზობა. ვიცოდით, რომ დროთა განმავლობაში თავის კარგად დაცვა მოგვიწევდა, მაგრამ ისიც ვიცოდით, რომ ფეხბურთის თამაში ჩვენც ვიცით.

კასპერ შმეიხელი საუკეთესო მეკარეა, ერთ-ერთი საუკეთესო ევროპაში. ეს არის ის, რითიც ცნობილია კასპერი.

იას ყოველთვის გვერდში გვყავს, როცა გვჭირდება. სწორედ ასეთი ბიძგი გვჭირდებოდა, გულშემატკივრები გვჭირდებოდნენ და წარმოუდგენელი ატმოსფერო შეიქმნა.“ - ციტირებს მწვრთნელის სიტყვებს BBC.