ავტორიზაცია

სუარესმა შესაძლოა ევროპა დატოვოს - ელ პისტოლეროს ორი მსურველი ჰყავს

სუარესმა შესაძლოა ევროპა დატოვოს - ელ პისტოლეროს ორი მსურველი ჰყავს
თარიღი 29 დეკ 2021, 15:53

მადრიდის „ატლეტიკოს“ თავდამსხმელმა, ლუის სუარესმა, გუნდი შესაძლოა ამ სეზონის ბოლოს დატოვოს.

ჟურნალისტ ნიკოლო სკირას ინფორმაციით, ურუგვაელს, რომელსაც სეზონის ბოლოს „ატლეტიკოსთან“ კონტრაქტი ეწურება, სხვა კონტინენტიდან ორი გუნდი ეპატიჟება.

კერძოდ, სუარესის საკუთარ გუნდში ხილვა ბრაზილიურ „კორინთიანსს“ და ამერიკულ „ინტერ მაიამის“ სურთ, რომლის მფლობელიც დევიდ ბექჰემია. აშშ-ს კლუბი მზადაა, ფეხბურთელს ორწლიანი კონტრაქტი შესთავაზოს.

ამ სეზონში სუარესმა „ატლეტიკოს“ მაისურით ყველა ტურნირზე 24 მატჩი ჩაატარა და 8 გოლსა და 2 საგოლე გადაცემას მოუყარა თავი

თუმცა, უკანასკნელად „ელ პისტოლერომ“ გოლი 2021 წლის 7 ნოემბერს, ლა ლიგის მე-13 ტურში „ვალენსიას“ გაუტანა (3:3).