ავტორიზაცია

ბაიერნსა და ლიდსს შორის რაფინიას თაობაზე არანაირი მოლაპარაკებები ამ ეტაპზე არ მიმდინარეობს

ბაიერნსა და ლიდსს შორის რაფინიას თაობაზე არანაირი მოლაპარაკებები ამ ეტაპზე არ მიმდინარეობს
თარიღი 29 დეკ 2021, 16:35

„ლიდს იუნაიტედს“ ბრაზილიელი რაფინია დიასის თაობაზე „ბაიერნისგან“ შემოთავაზება არ მიუღია.

TNT Sports-ის ინფორმაციით, ბრაზილიელი მიუნხენურ გუნდში 50 მილიონ ევროდ ამ ზამთარსვე გადავა.

თუმცა, The Athletic სრულიად განსხვავებულ ინფორმაციას გვთავაზობს - არანაირი მოლაპარაკებები ამჟამად კლუბებს შორის არ მიმდინარეობს, მეტიც „ლიდსი“ რაფინიას ახალ კონტრაქტზე აქტიურად მუშაობს.

დიდი ალბათობით, „ბაიერნი“ ამ ზამთარს არცერთ ტრანსფერს არ განახორციელებს და გაძლიერებას მომდევნო ზაფხულში შეეცდება.

მიმდინარე სეზონში 25 წლის ფეხბურთელმა პრემიერ ლიგის 16 მატჩში 8 გოლი გაიტანა.