"ჩემთვის სასიამოვნო სურპრიზი იყო", - რონალდინიომ მესიზე ილაპარაკა
ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ექს-ფეხბურთელმა, რონალდინიომ აღიარა, რომ მესის პარიზში ხილვას არ ელოდა.
ამავდროულად, მან აღნიშნა, რომ მოვლენათა ასეთი განვითარებით ბედნიერია.
„არ ველოდი, რომ ეს მოხდებოდა. ვფიქრობდი, რომ ის კარიერას „ბარსელონაში“ დაასრულებდა.
ძალიან გამიხარდა, რომ ის ჩემთვის მეორე ძვირფას გუნდში, „პსჟ-ში“ მოვიდა. ჩემთვის ეს სასიამოვნო სურპრიზი იყო. ლეო მე მგავს, როცა კამერებს ვხედავთ, ცოტა ვმორცხვობთ.
ის შესანიშნავი ადამიანი, მეგობარი და არაჩვეულებრივი მამაა. ლეო არამარტო მოედანზეა საუცხოო. მესი - არაორდინალური ადამიანია მის ფარგლებს გარეთაც.“ - აღნიშნა რონალდინიომ.