ავტორიზაცია

ზედიზედ მეორედ - ხვიჩა კვარაცხელია 2021 წლის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელია!

ზედიზედ მეორედ - ხვიჩა კვარაცხელია 2021 წლის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელია!
თარიღი 29 დეკ 2021, 18:03

2021 წლის საუკეთესო ქართველ ფეხბურთელად ყაზანის რუბინის ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია დასახელდა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური დაჯილდოება რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. 20 წლის ნახევარმცველი წლის საუკეთესო ფეხბურთელი ზედიზედ მეორედ გახდა.

ხვიჩა კვარაცხელიამ საქართველოს ნაკრებში 2021 წელს 7 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 4 გოლი გაიტანა - ესპანეთის, საბერძნეთის და შვედეთის(2) ნაკრების წინააღმდეგ.

ნომინანტები საუკეთესოობისთვის ბრძოლაში იყვნენ: ხვიჩა კვარაცხელია(რუბინი), გურამ კაშია(სლოვანი) და გიორგი ლორია(ანორთოსისი)