ავტორიზაცია

კომანი უზარმაზარ ხელფასს ითხოვს, ბაიერნში პოტენციური შემცვლელი უკვე შერჩეული ჰყავთ

კომანი უზარმაზარ ხელფასს ითხოვს, ბაიერნში პოტენციური შემცვლელი უკვე შერჩეული ჰყავთ
თარიღი 29 დეკ 2021, 20:09

"ბაიერნსა" და გარემარბ კინგსლი კომანს შორის კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკებები რთულად მიმდინარეობს.

აღნიშნულ საკითხზე კომუნიკაცია გრძელდება, მაგრამ პრობლემად რჩება ფეხბურთელის მაღალი ფინანსური მოთხოვნები, რომელსაც ახალი ხელშეკრულების თანახმად წელიწადში დაახლოებით 20 მილიონი ევროს მიღება უნდა.

იმ შემთხვევაში, თუ 25 წლის ფრანგთან შეთანხმება ვერ მოხერხდება, "რეკორდმაისტერი" ზაფხულში "ლიდსის" გარემარბ რაფინია დიასის გადაბირებას ეცდება.

როგორც ავტორიტეტული გამოცემა Bild-ი იტყობინება, "ბაიერნის" ხელმძღვანელობა ზამთრის სატრანსფერო ბაზარზე არავის ყიდვას არ აპირებს.

აქამდე გავრცელებული ცნობით, მიუნხენელები კომანს წლიური ხელფასის სახით 15 მილიონ ევროზე მეტს არ შესთავაზებენ.

მიმდინარე სეზონში ფრანგმა გარემარბმა ყველა ტურნირზე ერთად 17 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.