ავტორიზაცია

შეთანხმება მიღწეულია - რეალი სებალოსს ლა ლიგის სხვა კლუბში ყიდის

შეთანხმება მიღწეულია - რეალი სებალოსს ლა ლიგის სხვა კლუბში ყიდის
თარიღი 29 დეკ 2021, 21:19

"რეალის" ნახევარმცველი, დანი სებალოსი, დიდი ალბათობით, "ბეტისში" დაბრუნდება, სადაც 2017 წლამდე ასპარეზობდა, მადრიდულ კლუბში გადასვლამდე.

ანდალუსიური კლუბი 25 წლის ესპანელში 15 მილიონ ევროს გადაიხდის, ბონუსების ჩათვლით. მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაზეა, იტყობინება ჟურნალისტი, რუდი გალეტი.

მიმდინარე სეზონში სებალოსს ტოკიოში გამართულ ოლიმპიადაზე მიღებული ტრავმის გამო ერთი მატჩიც კი არ ჩაუტარებია.

წინა ორი სეზონი "რეალის" ნახევარმცველმა იჯარის წესით ლონდონის "არსენალში" გაატარა.

ცნობისთვის, სებალოსს მადრიდულ გრანდთან მოქმედი კონტრაქტის ვადა 2023 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს და Transfermarkt-ის ვერსიით, მისი სატრანსფერო ფასი ამჟამად 20 მილიონ ევროს შეადგენს.