ავტორიზაცია

ლევანდოვსკი: "მსაჯების გამო ჩემპიონთა ლიგის ორი ნახევარფინალი და მეოთხედფინალი წავაგე"

ლევანდოვსკი: "მსაჯების გამო ჩემპიონთა ლიგის ორი ნახევარფინალი და მეოთხედფინალი წავაგე"
თარიღი 29 დეკ 2021, 21:25

მიუნხენის "ბაიერნის" თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ VAR-ის შესახებ საკუთარი აზრი გამოთქვა.

"ჩემპიონთა ლიგის ორი ნახევარფინალი და მეოთხედფინალი წავაგე მსაჯების შეცდომების გამო. ალბათ, ფინალში გავიდოდით და ტურნირს მოვიგებდით კიდეც".

"ვფიქრობ, VAR-ი კარგია, თუ მას სწორად გამოვიყენებთ", - ციტირებს პოლონელი სუპერვარსკვლავის სიტყვებს Bayern & Germany.

ცნობისთვის, 33 წლის შემტევმა მიმდინარე სეზონში "რეკორდმაისტერის" მაისურით 25 მატჩი ჩაატარა, 30 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

აგრეთვე, დავძენთ, ლევანდოვსკის "ბაიერნთან" მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2023 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.