ავტორიზაცია

ჰენდერსონი მანჩესტერში თავისი მდგომარეობით უკმაყოფილოა და რანგნიკთან შეხვედრა უნდა

ჰენდერსონი მანჩესტერში თავისი მდგომარეობით უკმაყოფილოა და რანგნიკთან შეხვედრა უნდა
თარიღი 29 დეკ 2021, 22:24

"მანჩესტერ იუნაიტედის" გოლკიპერს, დინ ჰენდერსონს "ეშმაკუნების" მთავარ მწვრთნელ რალფ რანგნიკთან შეხვედრა უნდა, წერს Daily Mail.

გავრცელებული ინფორმაციით, 24 წლის ინგლისელი იმის გაგებას აპირებს, შედის თუ არა გერმანელი სპეციალისტის გეგმებში, რადგან სათამაშო დროის ნაკლებობას უჩივის.

მიმდინარე სეზონში ჰენდერსონმა მანიკუნიანელთა მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 2 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაუშვა.

ნოემბერში დაიწერა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობა იჯარით ჰენდერსონის სხვა კლუბში გაშვებას აპირებს.