მანჩესტერ იუნაიტედმა სევილიას მარსიალის იჯარის თაობაზე პასუხი შეუთვალა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" თავდამსხმელ ანტონი მარსიალის ნახევარწლიანი იჯარის თაობაზე "სევილიას" წინადადება იუარა, წერს Sky Sports.
გავრცელებული ინფორმაციით, ანდალუსიელები მზად იყვნენ არენდის მანძილზე ფრანგი ფორვარდის ხელფასის 50 პროცენტი დაეფარათ.
თავის მხრივ, "ეშმაკუნები" მარსიალს მხოლოდ იმ შემთხვევაში გაუშვებენ, თუ კლუბი, რომელიც მას არენდით დაიმატებს, ანაზღაურებას მთლიანად გადაუხდის.
მიმდინარე სეზონში "ემიუს" შემტევმა ყველა ტურნირზე ერთად 10 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.