ავტორიზაცია

ლიდსს რაფინიას ტრანსფერზე ბაიერნისგან წინადადება არ მიუღია

ლიდსს რაფინიას ტრანსფერზე ბაიერნისგან წინადადება არ მიუღია
თარიღი 29 დეკ 2021, 22:32

"ლიდსს" "ბაიერნისგან" შემტევ ნახევარმცველ რაფინია დიასის ტრანსფერზე შეთავაზება არ მიუღია, წერს The Athletic.

აქამდე, გამოცემა TNT Sports-ი ირწმუნებოდა, რომ 25 წლის ბრაზილიელი მიუნხენურ გრანდში ზამთრის სატრანსფერო ბაზარზე 50 მილიონ ევროდ გადავიდოდა.

თუმცა, როგორც ახლა იწერება, კლუბებს შორის მოლაპარაკებები არ გამართულა. "ლიდსს" გუნდის ლიდერთან კონტრაქტის გახანგრძლივება უნდა.

რაფინიამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ერთად 16 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და ერთი ასისტიც მიითვალა.