ავტორიზაცია

რომა ლიონის ნახევარმცველს უმიზნებს

რომა ლიონის ნახევარმცველს უმიზნებს
თარიღი 29 დეკ 2021, 23:08

"რომა" "ლიონის" ნახევარმცველ ბრუნო გიმარაეშის გადაბირებას აპირებს.

როგორც Globo იტყობინება, ბრაზილიელი ფეხბურთელით რომაელთა მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიოა დაინტერესებული.

"ლიონი" 24 წლის ნახევარმცველში 45 მილიონ ევროს ითხოვს, რომაელები კი 30 მილიონს ჩამოდიან.

მიმდინარე სეზონში გიმარაეშმა საფრანგეთის ლიგა 1-ში 17 მატჩი ჩაატარა და ორი საგოლე პასი გააკეთა.