ავტორიზაცია

VIDEO: უპირატესობა უკვე შთამბეჭდავია - სიტიმ კვლავ მოიგო და ლიდერობა გაიმყარა

თარიღი 30 დეკ 2021, 02:18

პრემიერ ლიგის მე-20 ტურში „მან სიტიმ“ სტუმრად „ბრენტფორდი“ მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.

შეხვედრა „ბრენტფორდ ქომიუნითი სტედიუმზე“ გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით 1:0 დასრულდა.

მატჩის ერთადერთი გოლი მე-16 წუთზე ფილ ფოდენმა კებინ დე ბრუინის პასით გაიტანა და თავის გუნდს გამარჯვება მოუტანა.

87-ე წუთზე აიმერიკ ლაპორტმაც მოახერხა თავის გამოჩენა, თუმცა, გოლი თამაშგარის გამო გაუქმდა.

„სიტიმ“ 50 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში დამაჯერებლად ლიდერობს - უახლოესი მდევარი „ჩელსია“ 42 ქულით, „ლივერპულს“ კი 41 ქულა აქვს და მესამე ადგილზეა, თუმცა ერთი მატჩით ნაკლებიც აქვს ჩატარებული.