ავტორიზაცია

VIDEO: ჩელსიმ სტემფორდ ბრიჯზე გამარჯვება ხელიდან ბოლო წუთებზე გაუშვა

თარიღი 30 დეკ 2021, 02:29

პრემიერ ლიგის მე-20 ტურის მატჩში „ჩელსიმ“ შინ „ბრაიტონს“ უმასპინძლა.

შეხვედრა ლონდონში სტადიონ „სტემფორდ ბრიჯზე“ გაიმართა და ფრედ 1:1 დასრულდა.

28-ე წუთზე „ჩელსის“ ფორვარდმა რომელუ ლუკაკუმ ანგარიში გახსნა, რომელიც ტაბლოზე თითქმის მატჩის ბოლომდე შენარჩუნდა.

უკვე მატჩისთვის კომპენსირებულ დროში „ჩელსის“ მნიშვნელოვანი ორი ქულა „ბრაიტონის“ ფორვარდმა, დენი უელბეკმა წაართვა, როცა ანგარიშის გათანაბრება შეძლო.

„ჩელსიმ“ 42 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზე გადაინაცვლა, ლიდერი „სიტია“ 50 ქულით, მესამე კი „ლივერპულია“ 41 ქულით და ერთით ნაკლები ჩატარებული მატჩით.