ავტორიზაცია

მიზეზი, რის გამოც ინტერი იუვენტუსს სკამაკასთვის ბრძოლაში ჯობნის

მიზეზი, რის გამოც ინტერი იუვენტუსს სკამაკასთვის ბრძოლაში ჯობნის
თარიღი 30 დეკ 2021, 10:47

"ინტერი" აპირებს "იუვენტუსთან" "სასუოლოს" თავდამსხმელის, ჯანლუკა სკამაკასთვის ბრძოლას. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ბიანკონერის" ხელმძღვანელობას 22 წლის თავდამსხმელის შეძენა ამ ზამთარში სურს.

ისინი ფეხბურთელისთვის დაახლოებით 40 მილიონ ევროს ითხოვენ, თუმცა, "ინტერს" შეუძლია "იუვეს" აჯობოს და ზაფხულში ფულის გარდა, სანაცვლოდ ერთ-ერთ ფეხბურთელი შესთავაზოს.

"სასუოლოს" ასევე არ სურს ფეხბურთელის გაშვება ზამთარში და ზაფხულის ტრანსფერისკენ იხრება. გარიგება შეიძლება მოიცავდეს "ნერაძურის" ფორვარდს, ანდრეა პინამონტის.

ის ამჟამად იჯარით "ემპოლიში", 20 მილიონ ევროდ არის შეფასებული ან მცველი ლორენცო პიროლა (ახლა იჯარით "მონცაში"), იტყობინება Football Italia La Gazzetta dello Sport-ზე დაყრდნობით.

ამ სეზონში სკამაკამ სერია ა-ში "სასუოლოს" მაისურით 19 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა. ის გუნდის მეორე თავდამსხმელია, "ნეროვერდის" ფორვარდს მხოლოდ ნახევარმცველმა დომენიკო ბერარდიმ აჯობა, რომელმაც 8 გოლი გაიტანა.