ავტორიზაცია

ჩელსი ტეო ერნანდესით დაინტერესდა, მილანმა ფასი დაასახელა

ჩელსი ტეო ერნანდესით დაინტერესდა, მილანმა ფასი დაასახელა
თარიღი 30 დეკ 2021, 17:51

ბენ ჩილველის უმძიმესი ტრავმის გამო, „ჩელსი“ სატრანსფერო ბაზარზე მარცხენა მცველის ძიებას შეუდგა.

Tuttosport-ის ინფორმაციით, ლონდონური კლუბი „მილანის“ ფრანგი მარცხენა მცველის, ტეო ერნანდესის შეძენით დაინტერესდა.

„მილანი“ არ არის ტეო ერნანდესის გაშვების წინააღმდეგი, მაგრამ ამას მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ რომელიმე გუნდი 60 მლნ ევროს გადაიხდის.

2021/22-სეზონში ერნანდესმა „მილანის“ მაისურით 20 მატჩში 2 გოლი და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსთან" ჩემპიონთა ლიგის მატჩში ბენ ჩილველმა მუხლის ჯვარედინი მყესების ტრავმა მიიღო, რის გამოც ამ სეზონის ბოლომდე მოედანზე დიდი ალბათობით ვეღარ გავა.