ავტორიზაცია

მხარეები მალე შეთანხმდებიან — მარსიალი ახალ გუნდში გადასვლას უახლოვდება

მხარეები მალე შეთანხმდებიან — მარსიალი ახალ გუნდში გადასვლას უახლოვდება
თარიღი 30 დეკ 2021, 20:35

"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი, ანტონი მარსიალი ამ ზამთარს "სევილიაში" გადასვლასთან ახლოს არის.

როგორც გავლენიანი ფრანგული გამოცემა L'Equipe იტყობინება, 26 წლის ფრანგი ანდალუსიურ კლუბში სეზონის ბოლომდე იჯარით ითამაშებს.

არენდაზე "სევილიას" თავდაპირველი წინადადება უარყოფილ იქნა, თუმცა უახლოეს დღეებში, წყაროს ცნობით, მხარეები შეთანხმდებიან.

ცნობისთვის, 26 წლის ფრანგი შემტევი "მანჩესტერ იუნაიტედის" ღირსებას 2015 წლიდან იცავს და მოქმედი ხელშეკრულების ვადა "ეშმაკუნებთან" 2024 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

მიმდინარე სეზონში მარსიალმა ყველა ტურნირზე ერთად 10 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ერთი გოლი გაიტანა.