ავტორიზაცია

VIDEO: რონალდუს გოლი და ასისტი! მანჩესტერმა 2021 წელი გამარჯვებით დახურა

თარიღი 31 დეკ 2021, 02:33

პრემიერ ლიგის მე-20 ტურში „მანჩესტრე იუნაიტედმა“ შინ „ბარნლი“ დაამარცხა.

შეხვედრა „ოლდ ტრაფორდზე“ გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 3:1 დასრულდა.

„იუნაიტედმა“ სამივე გოლი პირველივე ტაიმში გაიტანა - მე-8 წუთზე მაკტომინიმ რონალდუს პასით გახსნა ანგარიში, 27-ზე „ბარნლის“ მცველმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა, 35-ზე კი რონალდუმ თავადაც მოახერხა თავის გამოჩენა.

38-ე წუთზე აარონ ლენონმა ერთი ბურთი გაქვითა, მეორე ნახევარში კი მაყურებელმა გოლი ვეღარ იხილა.

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ 31 ქულა დააგროვა და ცხრილში მე-6 ადგილს იკავებს, თუმცა ერთი საფეხურით მაღლა მდგომ „ვეტ ჰემზე“ ერთით ნაკლები მატჩი აქვს ჩატარებული.