ავტორიზაცია

ლუკაკუ: "მინდა, ინტერის გულშემატკივრებს მოვუბოდიშო, ჩელსიში მდგომარეობით კი უკმაყოფილო ვარ"

ლუკაკუ: "მინდა, ინტერის გულშემატკივრებს მოვუბოდიშო, ჩელსიში მდგომარეობით კი უკმაყოფილო ვარ"
თარიღი 31 დეკ 2021, 02:39

ლონდონის „ჩელსის“ თავდამსხმელმა, რომელუ ლუკაკუმ, გუნდში არსებული მდგომარეობით უკმაყოფილება ღიად გამოთქვა.

„ფიზიკური თვალსაზრისით იმაზე უკეთ ვარ, ვიდრე ადრე ვიყავი. იტალიაში ორი წლის შემდეგ, სადაც მე „ინტერის“ დიეტოლოგებთან და მწვრთნელებთან ვმუშაობდი, კარგ ფიზიკურ კონდიციებში ვიმყოფები.

თუმცა, უკმაყოფილო ვარ შექმნილი ვითარებით და ეს ნორმალურია. ვფიქრობ, მწვრთნელმა სხვა სათამაშო სქემის გამოყენება გადაწყვიტა და ერთადერთი, რაც დამრჩენია - უბრალოდ არ დავნებდე და საქმის კეთება პროფესიონალურად გავაკეთო.

პროფესიონალი ვარ და არ უნდა დავნებდე, თუმცა სიტუაციით კმაყოფილი არ ვარ. 

ის რაც გასულ ზაფხულს მოხდა, ასე არ უნდა მომხდარიყო. როგორც მე „ინტერიდან“ წავედი, რა გზით დავტოვე კლუბი, როგორ შევატყობინე ეს ყველაფერი „ინტერის“ გულშემატკივრებს - ეს ძალიან მაღელვებს, რადგან საამისოდ იდეალური დრო არ ყოფილა.

მინდა, „ინტერის“ ფანებს ბოდიში მოვუხადო, ჩემი გადაწყვეტილებისთვის იდეალური დრო არ ყოფილა, თუმცა რაც თქვენ ჩემთვის გააკეთეთ არასდროს დამავიწყდება.

მთელი გულით მინდა ერთ დღესაც „ინტერში“ დავბრუნდე, არა კარიერის ბოლოს, არამედ ისევ პიკზე, რათა ერთად უფრო მეტი ტიტული მოვიგოთ.“ - აღნიშნა ბელგიელმა.

შეგახსენებთ, რომ ლუკაკუმ „ინტერში" გატარებული ორი წლის შემდეგ „ჩელსიში" დაბრუნების სურვილი ღიად გამოთქვა, მაშინ როდესაც მთელი ზაფხული ამტკიცებდა, რომ გუნდში დარჩენას აპირებდა.