ავტორიზაცია

კურზავა სერია ა-ს გუნდს უახლოვდება

კურზავა სერია ა-ს გუნდს უახლოვდება
თარიღი 31 დეკ 2021, 10:28

Gazzetta Dello Sport-ი ადასტურებს, რომის "ლაციოს" საკმაოდ ძლიერ დაინტერესებას "პარი სენ-ჟერმენის" მარცხენა მცველის, ლავინ კურზავას მიმართ, რომელიც გუნდის გამოცვლას ცდილობს.

რომაული კლუბი მარცხენა მცველს ეძებს, პარიზელი კი მაურიციო სარის განაცხადშია "ლაციოს" სატრანსფერო სიაში, მაგრამ "პსჟ"-ს წლიური ხელფასის ნაწილის 4 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.

მართლაც, პარიზელის ამჟამინდელი ხელფასი წარმოადგენს ყველაზე დიდ ხელფასს რომაულ კლუბში გუნდის ვარსკვლავი თავდამსხმელის, ჩირო იმობილეს შემდეგ.

"პარი სენ-ჟერმენმა" დადებითად უნდა უპასუხოს ამ ინტერესს, რადგან იცის, რომ კლუბს ხელფასების შემცირება სჭირდება. "პსჟ"-დან წასვლას აგრეთვე მაურო იკარდის უკავშირებენ.