ავტორიზაცია

"ასე რომ მომხდარიყო, ახლა ინტერვიუს მილანში ჩავწერდით", - რომელუ ლუკაკუს ვრცელი ინტერვიუ ჩელსიში ტრანსფერზე

"ასე რომ მომხდარიყო, ახლა ინტერვიუს მილანში ჩავწერდით", - რომელუ ლუკაკუს ვრცელი ინტერვიუ ჩელსიში ტრანსფერზე
თარიღი 31 Dec 2021, 16:30

„ჩელსის“ ფორვარდმა, რომელუ ლუკაკუმ, „ინტერიდან“ ლონდონურ გუნდში გადასვლაზე ისაუბრა.

ბელგიელის თქმით, მის გადაწყვეტილებაზე მილანურ გუნდში მომხდარმა ცვლილებებმა იმოქმედა.

„როცა კონტემ მითხრა, რომ წასვლა სურს, ძალიან გულდაწყვეტილი ვიყავი. შემდეგ ჰაკიმი წავიდა, გაჩნდა ინფორმაციები კლუბის სირთულეებზე. მაგრამ მე ვიცოდი, რომ ინძაგისთან ერთად სკუდეტოს კიდევ ერთხელ მოგების შანსი გვექნებოდა. ჩემი ძმა მასზე სულ დადებითად ლაპარაკობდა.

ის და მისი შტაბის წევრები ძალიან თბილად იქცეოდნენ ჩემს მიმართ, ნამდვილი მამაკაცებივით. მაგრამ გულდაწყვეტილი ვიყავი, რომ ხელმძღვანელობა ჩემთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ცდილობდა.

ეს რომ მომხდარიყო, აუცილებლად დავრჩებოდი. როცა „ინტერიდან“ მიდიხარ, მსოფლიოში სამი კლუბი არსებობს, სადაც გადასვლა ყოველთვის უმაღლესი მწვერვალი იქნება: „ბარსელონა“, „ბაიერნი“ და მადრიდის „რეალი“. ვფიქრობდი, რომ „ინტერის“ შემდეგ ეს იქნებოდა ჩემი შემდგომი ნაბიჯი.

თუმცა, ასე არ მოხდა და მომაკითხა „ჩელსიმ“, რომელსაც ბავშვობიდან ვქომაგობდი და ვფიქრობდი, რომ 18 წლის ასაკში წარუმატებლობის გამო, ამგ უნდში დაუსრულებელი საქმე მქონდა.

გასულ ზაფხულს „ინტერს“ რომ შემოეთავაზებინა ახალი კონტრაქტი, როგორიც მე მინდოდა, ახლა ინტერვიუს არა ლონდონიდან, არამედ მშვიდად მილანიდან ჩავწერდით.

ლაუტარო მარტინესი ძალიან მენატრება. მოედანზე მის გამო სიკვდილი შემეძლო პირველივე დღიდან, რაც გავიცანი. ლაუტაროს გადმოსვლა „ჩელსიში“ მომავალში? არა. ლაუტარო, დარჩი მილანში, მეც მალე დავბრუნდები (იცინის).

„იუვენტუსი“ ან „მილანი“ თუ ოდესმე დამირეკავენ? არასდროს, არასდროს. ვიმეორებ, ეს არასდროს არ მოხდება. „იუვენტუსი“ ჩემით „ინტერამდე“ ინტერესდებოდა, თუმცა როცა კონტე მივიდა გუნდში, ჩემი პრიორიტეტიც ეს გუნდი გახდა. იტალიაში ჩემთვის მხოლოდ „ინტერი“ არსებობს.

დიახ, კონტეს პირად ცხოვრებაზეც ველაპარაკე. მის წინააღმდეგ ბრძოლა ჩემთვის დიდი გამოწვევა იქნება, არასდროს მომიგია. როცა მან „ინტერი“ დატოვა, ამან გული მატკინა. თუმცა, „ინტერში“ მის გარეშეც დავრჩებოდი, პრობლემა კონტრაქტში იყო, რომელიც არ შემომთავაზეს.

„ინტერის“ თამაშებს ყოველთვის ვუყურებ, ყოველთვის, ყოველთვის (ეს სიტყვა 6-ჯერ გაიმეორა - ავტ). მათ ვუყურებ, როცა ამ გუნდს დაუკავშირდები, ყველაფერი განსხვავებული ხდება.

როცა „ჩელსი“ დამიკავშირდა ეს ჩემთვის გამოწვევად იქცა. პირველ რიგში იმიტომ, რომ პრემიერ ლიგა 8 წელიწადში ვერცერთხელ ვერ მოვიგე. რთული იყო უარის თქმა ამ ჩემპიონატში დაბრუნებაზე და თანაც გუნდში, რომელსაც 8 წლიდან ვგულშემატკივრობდი.

გასულ ზაფხულს „ჩელსიში“ წასვლამდე არ მიფიქრია იქამდე, სანამ გუნდი შემოთავაზებით მოვიდოდა. 

ზაფხულში ხელმზღვანელობასთან მივედი და ახალი კონტრაქტი თავად ვითხოვე. ვუთხარი: „28 წლის ვარ, მინდა ცხოვრება იტალიაში დავგეგმო ახალი კონტრაქტით, თუმცა უარი მივიღე. შეიძლება, ეს ეკონომიკურად შეუძლებელი იყო. მაგრამ ჩემთვის ამის მიღება რთული აღმოჩნდა.

2020 წლის ზაფხულში „მან სიტი“ გავისტუმრე უარით, რომელიც „ჩელსიზე“ მეტ ფულს მთავაზობდა. უარი ვთქვი, რადგან არ შემეძლო „ინტერის“ ერთ წელიწადში დატოვება - ამ კლუბმა ჩემი კარიერა გადაარჩინა მას შემდეგ, რაც „მანჩესტერ იუნაიტედში“ პერიოდი ჩამივარდა.“

„რატომ დასრულდა ჩემი თაფლობის თვე „ინტერთან“? ბავშვობიდან „ჩელსის“ ვქომაგობდი, ეს ჩემი ფავორიტი გუნდია. ამ გუნდში 18 წლის ასაკში მოვედი და ვერაფერმა ვერ იმუშავა - მას შემდეგ, „ჩელსის“ მისია/ გამოწვევა გონებაში სულ მქონდა.“

„მილანზე, მილანზე და მილანზე სულ ვფიქრობ. „ინტერის“ ფანები მსოფლიოში საუკეთესოები არიან. ქალაქიც მიყვარს და კლუბიც, რომელიც ჩემს კარიერაში საუკეთესოა. იტალიაზე შეყვარებული ვარ და „ინტერს“ სულ გულით ვატარებ.

„მე და ტუხელი ვცდილობთ იდეალური სისტემა ვიპოვოთ ერთმანეთისთვის, რათა გუნდს პრემიერ ლიგის ცხრილში სიტუაციის გამოსწორებაში დავეხმაროთ, თუმცა ეს ცოტა რთულია. მან თავისი არჩევანი გააკეთა - მე კი მუშაობას ვაგრძელებთ. რაღაც მომენტში, მას კვლავ დაველაპარაკები და სიტუაციას შევაფასებთ.“