ავტორიზაცია

კლუბი, რომელშიც ერიქსენი ფორმის შესანარჩუნებლად ვარჯიშობს

კლუბი, რომელშიც ერიქსენი ფორმის შესანარჩუნებლად ვარჯიშობს
თარიღი 31 დეკ 2021, 16:55

ცნობილი დანიელი ნახევარმცველი, რომელმაც ჯანმრთელობის პრობლემების გამო „ინტერთან“ კონტრაქტი გაწყვიტა, ამჟამად შვეიცარიის მესამე დივიზიონის გუნდში ვარჯიშობს.

Le Matin-ის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ერიქსენი კლუბ „კიასოსთან“ ერთად ვარჯიშობს და ცდილობს, გუნდის მოძიებამდე თავი ფორმაში შეინარჩუნოს. 

„კიესომდე“, ერიქსენი დანიურ „ოდენსესთან“ ერთადაც ვარჯიშობდ.ა

უახლოეს პერიოდში, კრისტიან ერიქსენს პროფესიონალურ ფეხბურთში დაბრუნება და რომელიმე გუნდთან კონტრაქტის გაფორმება სურს.

შეგახსენებთ, რომ ერიქსენის კარიერა ევრო 2020-ზე აირია, როცა მას მეორე სათამაშო დღის მატჩში, ფინეთთან შეხვედრაში გულის შეტევა დაემართა და ექიმების სასწრაფო დახმარება დასჭირდა.

გულის პრობლემის გამო ერიქსენს დეფიბრილატორი ჩაუყენეს, რომლითაც სერია ა-ში თამაში აკრძალულია და მას შემდეგ ის საფეხბურთო მოედანზე არცერთხელ აღარ გასულა. საბოლოოდ, მან „ინტერთან“ კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა და ამ ეტაპზე მსურველის ძიებაში იმყოფება.