ავტორიზაცია

პსჟ-ს ფეხბურთელი შესაძლოა იჯარით იტალიის სერია ა-ში გადავიდეს

პსჟ-ს ფეხბურთელი შესაძლოა იჯარით იტალიის სერია ა-ში გადავიდეს
თარიღი 31 დეკ 2021, 18:15

ფრანგმა მცველმა ლაივინ კურზავამ „პსჟ“ შესაძლოა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს დატოვოს.

29 წლის მცველის იჯარით აყვანას „ლაციო“ აპირებს, რომელიც ამ ეტაპზე „პსჟ-სთან“ აწარმოებს მოლაპარაკებებს.

II Messaggero-ს ინფორმაციით, „პსჟ“ მზადაა კურზავა იტალიურ გუნდში იჯარით და შემდგომი გამოსყიდვის უფლებით გაყიდოს, არამედ მისი ხელფასის ნაწილიც დაფაროს იჯარის პირველი წლის მანძილზე.

ამ ეტაპზე „პსჟ-ს“ განკარგულებაში 32 ფეხბურთელია და პარიზული გუნდი აქტიურად ცდილობს გაასხვისოს ის მოთამაშეები, რომლებიც მწვრთნელის გეგმებში არ შედიან.

კურზავას გადაბირებით „ლაციოს“ გარდა ინგლისური „ნიუკასლიც“ ინტერესდება, თუმცა ფრანგისთვის იტალიური გუნდი უფრო საინტერესო ვარიანტია, ვიდრე ინგლისში გადარჩენისათვის ბრძოლა.