ავტორიზაცია

მილანს რომანიოლისგან პასუხის მიღება უახლოეს კვირებში სურს - რას გადაწყვეტს იტალიელი?

მილანს რომანიოლისგან პასუხის მიღება უახლოეს კვირებში სურს - რას გადაწყვეტს იტალიელი?
თარიღი 31 დეკ 2021, 18:21

„მილანის“ მცველის, ალესიო რომანიოლის მომავალი გაურკვეველი რჩება.

Calciomercato-ს ინფორმაციით, იტალიურ გუნდს დაცვის ცენტრის გაძლიერება სურს, რადგან სიმონ კიაერმა მძიმე ტრავმა მიიღო და ამ სეზონში მოედანზე ვეღარ გავა, რომანიოლის კი კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და ჯერჯერობით გახანგრძლივებული არ არის.

„მილანმა“ იტალიელს წლიური ხელფასის სახით 3.5 მილიონი ევრო შესთავაზა ბონუსების ჩათვლით და კლუბს პასუხის მიღება უახლოეს კვირებში სურს. აღსანიშნავია, რომ რომანიოლის წლიური ხელფასის სახით 5 მლნ ევრო სურს.

მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელის წარმომადგენელი, მინო რაიოლა ხშირად „იუვენტუსში“ შესაძლო გადასვლაზე საუბრობს, უდიდესი ალბათობით იტალიელი „მილანის“ შემოთავაზებას დათანხმდება და „სან-სიროზე“ დარჩება.

რაც შეეხება პოტენციურ ახალ ცენტრალურ მცველს, „მილანი“ შემდეგი ფეხბურთელებით ინტერესდება: სვენ ბოტმანი (ლილი), გლეისონ ბრემერი (ტორინო), ჯონ ლუკუმი (გენკი), აბდუ დიალო (პსჟ) და ისა დიოპი (ვესტ ჰემი).