ავტორიზაცია

ინსინიე ზაფხულში ნაპოლის უფასოდ დატოვებს და ახალ გუნდს უკვე შეუთანხმდა

ინსინიე ზაფხულში ნაპოლის უფასოდ დატოვებს და ახალ გუნდს უკვე შეუთანხმდა
თარიღი 31 დეკ 2021, 21:34

"ნაპოლის" თავდამსხმელი და კაპიტანი, რომელსაც მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ კონტრაქტი ეწურება, "ტორონტოს" შეუთანხმდა.

როგორც ცნობილი გამოცემა Corriere dello Sport-ი იტყობინება, ამერიკულ კლუბში 30 წლის იტალიელის წლიური ხელფასი 15 მილიონი ევრო იქნება (გადასახადების გადახდის შემდეგ, ეს თანხა 8 მილიონამდე დაიწევს).

გარდა ამისა, გავრცელებული ინფორმაციით, "ტორონტო" ფეხბურთელს სახლის, ავტომობილისა და მგზავრობის ხარჯებსაც დაუფარავს.

ასე და ამგვარად, ინსინიე MLS-ის კლუბს 2022 წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.

მიმდინარე სეზონში იტალიის ეროვნული ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა ყველა ტურნირზე ერთად 18 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 6 შედეგიანი პასიც მიითვალა.