ავტორიზაცია

შანსები საკმაოდ მაღალია — რეალი ზაფხულში მბაპესა და ჰოლანდის გადაბირებას გეგმავს

შანსები საკმაოდ მაღალია — რეალი ზაფხულში მბაპესა და ჰოლანდის გადაბირებას გეგმავს
თარიღი 31 Dec 2021, 21:59

"რეალის" ხელმძღვანელობა მომავალ ზაფხულს "პსჟ"-ს თავდამსხმელ კილიან მბაპესა და "დორტმუნდის" ფორვარდ ერლინგ ჰოლანდის გადაბირებას გეგმავს.

მადრიდულ კლუბს სურს "ბარსელონას" ფინანსური პრობლემებით ისარგებლოს, ამიტომაც სეზონის დასრულების შემდეგ ზემოთნახსენები სუპერვარსკვლავების ხელში ჩაგდებას აპირებს, წერს გავლენიანი გამოცემა ESPN-ი.

სავარაუდოდ, 23 წლის ფრანგი "რეალში" ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავა. მიუხედავად "მანჩესტერ სიტის", "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "პსჟ"-ს მხრიდან კონკურენციისა, "სამეფო კლუბში" 21 წლის ნორვეგიელის გადაბირებაშიც დარწმუნებულები არიან.

აღსანიშნავია, რომ ზაფხულში "რეალის" 4 მაღალანაზღაურებად ფეხბურთელს კონტრაქტი ეწურება - გარეტ ბეილს, ისკოს, ლუკა მოდრიჩსა და მარსელოს. ასე და ამგვარად, კლუბის სახელფასო ხარჯები მნიშვნელოვნად შემცირდება. შესაბამისად, მადრიდელები მბაპეს მოთხოვნების დაკმაყოფილებასაც მოახერხებენ და ჰოლანდისაც.

მიმდინარე სეზონში კილიანმა "პსჟ"-ს მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 24 მატჩი ჩაატარა, 15 გოლი გაიტანა და 15 ასისტიც მიითვალა, ხოლო ერლინგმა "დორტმუნდის" ღირსება 16 შეხვედრაში დაიცვა, 19 ბურთი შეაგდო და 5 შედეგიანი პასი გააკეთა.