მორატას ტრანსფერი ბარსელონაში ერთ მნიშვნელოვან ფაქტორზეა დამოკიდებული
ესპანელი ფორვარდის, ალვარო მორატას „ბარსელონაში“ შესაძლო გადასვლა გარე ფაქტორებზეა დამოკიდებული.
ჟურნალისტის და ინსაიდერის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, კატალონიურმა გუნდმა მორატას შესაძენად თავისი ნაბიჯი გადადგა, თუმცა „იუვენტუსი“ ფეხბურთელს იანვარში არ გაუშვებს, თუ მისი შემცვლელის მოძიება ვერ მოხერხდა.
მორატას „იუვენტუსიდან“ წასვლის სურვილს ის ამძაფრებს, რომ ტურინული გუნდი მომავალ ზაფხულს 40 მილიონ ევროდ მის „ატლეტიკოდან“ გამოსყიდვას არ აპირებს და ესპანელს სურს გადავიდეს გუნდში, რომელიც მას სრულფასოვან ტრანსფერს შესთავაზებს - ანუ „ბარსელონაში“.
მემფის დეპაის ტრანსფერში ჩართვა გამორიცხული ამბავია და საერთოდ არ განიხილება - დღეს გახსნილი სატრანსფერო ფანჯარა 31 იანვრამდე იქნება ძალაში და თუ იმ დრომდე „იუვემ“ მორატას შემცვლელი დაიმატა, მაშინ მორატას ტრანსფერი „კამპ ნოუზე“ უფრო რეალური გახდება.