ავტორიზაცია

პრემიერ ლიგის კლუბმა ატლეტიკოს ტრიპიერის თაობაზე ოფიციალურად მიმართა

პრემიერ ლიგის კლუბმა ატლეტიკოს ტრიპიერის თაობაზე ოფიციალურად მიმართა
თარიღი 01 იან 2022, 15:17

„ნიუკასლი“ „ატლეტიკო მადრიდის“ მცველის, კირან ტრიპიერის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს.

Sky Sports-ის ინფორმაციით, ინგლისურმა კლუბმა „როხიბლანკოსს“ ტრიპიერის ტრანსფერზე ოფიციალურად მიმართა.

„კაჭკაჭების“ მთავარი მწვრთნელი, ედი ჰაუ ტრიპიერს „ბარნლიში“ ერთად მუშაობიდან იცნობს.

31 წლის ფეხბურთელს გასული ზაფხულიდან სურს პრემიერ ლიგაში დაბრუნება. მაშინ მისი გადაბირება „მან იუნაიტედს“ სურდა, თუმცა კლუბები ვერ შეთანხმდნენ.

კირან ტრიპიერი მადრიდის „ატლეტიკოში“ 2019 წლის ივლისში 22 მილიონ ევროდ „ტოტენჰემიდან“ გადავიდა, ამ გუნდში კი 4 წლის მანძილზე ასპარეზობდა მას შემდეგ, რაც „ბარნლიდან“ შეუერთდა.