ავტორიზაცია

VIDEO: "წელს მე ვიქნები თქვენი სანტა" - მიქაუტაძემ საქართველოში ბავშვები გაახარა

VIDEO: "წელს მე ვიქნები თქვენი სანტა" - მიქაუტაძემ საქართველოში ბავშვები გაახარა
თარიღი 01 იან 2022, 18:30

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ საახალწლოდ ქართველი ბავშვები ბელგიიდან გაახარა.

ამის შესახებ ვიდეოს ვაწყდებით სოციალურ ქსელში, სადაც 21 წლის ფორვარდი ქართველ ბავშვებს მიმართავს და ეუბნება, რომ საახალწლოდ მათი სანტა იქნება.

გიორგი მიქაუტაძე ჩაერთო პროექტში "წერილი სანტას" და ბელგიიდან საქართველოში ბავშვებს საჩუქრები გამოუგზავნა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძე საქართველოს ნაკრებში 2021 წლიდან თამაშობს და უკვე დასრულებულ წელში ერთი გოლი გაიტანა, რუმინეთის წინააღმდეგ.