ავტორიზაცია

VIDEO: 8-მატჩიანი წაუგებელი სერია პრემიერ ლიგაში — კონტეს ტოტენჰემმა უოტფორდს 96-ე წუთზე მოუგო!

თარიღი 01 იან 2022, 21:16

ინგლისის ჩემპიონატის 21-ე ტურის ეგიდით, ლონდონის "ტოტენჰემი" სტუმრად "უოტფორდს" დაუპირისპირდა.

აღნიშნული შეხვედრა ანტონიო კონტეს შეგირდების გამარჯვებით დასრულდა, მინიმალური ანგარიშით - 1:0.

როგორც მოსალოდნელი იყო, "დეზები" მთელი მატჩის მანძილზე დომინირებდნენ, მიუხედავად ამისა სამი ქულის მოპოვება უაღრესად გაუჭირდა.

"ტოტენჰემს" მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, 96-ე წუთზე, დევინსონ სანჩესის ზუსტმა დარტყმამ მოაგებინა, საგოლე პასი სონ ჰინ მინმა ჩაიწერა საკუთარ აქტივში.

აღსანიშნავია, რომ კონტეს "ტოტენჰემი" პრემიერ ლიგაში დაუმარცხებელია - 5 გამარჯვება და 3 ფრე.

ამ გამარჯვების შემდეგ, "დეზები" სატურნირო ცხრილში 33 ქულით მე-5 ადგილს იკავებენ, ხოლო "უოტფორდი" 13 ქულით მე-17 პოზიციაზეა.