ავტორიზაცია

არსენალის ექს-ფეხბურთელი: "მსგავსი რამ არ მოხდება, მაგრამ რონალდუ იუნაიტედის სასტარტოდან მოსაშორებელია"

არსენალის ექს-ფეხბურთელი: "მსგავსი რამ არ მოხდება, მაგრამ რონალდუ იუნაიტედის სასტარტოდან მოსაშორებელია"
თარიღი 02 იან 2022, 11:51

Sky Sports-ის ექსპერტმა და „არსენალის“ ექს-ფეხბურთელმა, პოლ მერსონმა, კრიშტიანუ რონალდუს თამაში გააკრიტიკა.

„ღრმად მჯერა, რომ რონალდუ „მანჩესტერ იუნაიტედის“ სასტარტოდან მოსაშორებელია. რა თქმა უნდა, მსგავსი რამ ნაკლებად მოხდება, მაგრამ წინ მის ნაცვლად ედინსონ კავანიმ უნდა ითამაშოს ჯეიდონ სანჩოსთან, მარკუს რაშფორდთან და მეისონ გრინვუდთან ერთად.

აშკარაა, რომ „ემიუს“ პრობლემები აქვს. შესაძლოა, ჩვენ არ ვიცით ბევრი ისეთი რაღაც, რაც გასახდელში ხდება. არამგონია, რომ მათ სეზონის შედეგად ოთხეულში მოხვედრა მოახერხონ.

თუ ისინი მეოთხე ადგილს მაინც დაიკავებენ - ეს უკვე უდიდესი მიღწევა იქნება.“ - ციტირებს მერსონის სიტყებს Daily Mail.

18 ჩატარებული მატჩის შემდეგ „იუნაიტედი“ 31 ქულით მე-7 ადგილს იკავებს.