VIDEO: მოულოდნელი მარცხი სტუმრად ხეტაფესთან — რეალმა 2022 წელი ცუდად დაიწყო
ესპანეთის ჩემპიონატის მე-19 ტურის ეგიდით, "რეალი" თანაქალაქელ "ხეტაფეს" ესტუმრა და მოულოდნელად დამარცხდა.
აღნიშნული დაპირისპირება კარლო ანჩელოტის შეგირდებმა მინიმალური ანგარიშით დათმეს - 1:0.
ერთადერთი გოლი მატჩის დებიუტშივე გავიდა, "სამეფო კლუბის" კარი მე-9 წუთზე ენეს უნალმა აიღო.
ასე და ამგვარად, მადრიდულმა გრანდმა 2022 წელი წარუმატებლად დაიწყო.
მიუხედავად ამისა, "რეალი" ლა ლიგის სატურნირო ცხრილში 46 ქულით კვლავ ერთპიროვნული ლიდერია, ხოლო "ხეტაფე" 18 ქულით მე-16 პოზიციას იკავებს.