ავტორიზაცია

აგენტებმა ბაიერნს დემბელეს გადაბირება შესთავაზეს, მაგრამ ფავორიტი სხვა კლუბია

აგენტებმა ბაიერნს დემბელეს გადაბირება შესთავაზეს, მაგრამ ფავორიტი სხვა კლუბია
თარიღი 02 იან 2022, 20:13

დიდი ალბათობით, "ბარსელონას" თავდამსხმელი, უსმან დემბელე უახლოეს პერიოდში კატალონიურ გრანდს დატოვებს.

24 წლის ფრანგის შეძენა აგენტებმა "ბაიერნს" შესთავაზეს. მიუნხენელთა სპორტული დირექტორი, ჰასან სალიჰამიჯიჩი და კლუბის ბოსები სკეპტიკურად არიან განწყობილნი.

როგორც ავტორიტეტული გერმანული გამოცემა Bild-ი იტყობინება, "რეკორდმაისტერის" ხელმძღვანელობას უსმანის ხასიათში ეჭვი ეპარება.

ამასთანავე, აღინიშნება, რომ "იუვენტუსსა" და დემბელეს შორის მოლაპარაკებები მოწინავე ეტაპზე

მიმდინარე სეზონში "ბარსელონას" შემტევმა ყველა ტურნირზე ერთად 8 მატჩი ჩაატარა და 2 საგოლე პასი გააკეთა.