ავტორიზაცია

VIDEO: ატლეტიკომ ვანდა მეტროპოლიტანოზე რაიოს ანხელ კორეას დუბლით მოუგო

თარიღი 02 იან 2022, 21:15

ესპანეთის ჩემპიონატის მე-19 ტურის ეგიდით, "ატლეტიკომ" შინაურ კედლებში "რაიო ვალეკანოს" უმასპინძლა.

აღნიშნული შეხვედრა "როხიბლანკოს" გამარჯვებით დასრულდა - 2:0.

ანგარიში 28-ე წუთზე ანხელ კორეამ გახსნა და მასპინძლები დააწინაურა, არგენტინელმა შემტევმა 53-ე წუთზე მეორე ბურთიც შეაგდო, დუბლი გაიფორმა და საბოლოო შედეგიც დააფიქსირა.

ასე და ამგვარად, დიეგო სიმეონეს შეგირდებმა 2022 წელი გამარჯვებით დაიწყეს.

ლა ლიგის სატურნირო ცხრილში "ატლეტიკო" 32 ქულით მე-4 ადგილს იკავებს, ხოლო "რაიო" 30 ქულით მე-5 პოზიციაზეა.