ავტორიზაცია

VIDEO: წლის დაწყებაც ასეთი უნდა - ჩელსი და ლივერპული სტემფორდ ბრიჯზე უხვგოლიან მატჩში დაზავდნენ

თარიღი 02 იან 2022, 22:34

პრემიერ ლიგის 21-ე ტურში „სტემფორდ ბრიჯმა“ „ჩელსისა“ და „ლივერპულის“ შეხვედრას უმასპინძლა.

მატჩი ლონდონში გაიმართა და ფრედ 2:2 დასრულდა.

მე-9 წუთზე ანგარიში მანემ გახსნა, 26-ზე კი სალაჰმა „ლივერპული“ წინ ორი ბურთით გაიყვანა.

თუმცა, მასპინძლებმა ანგარიშის გათანაბრება პირველივე ტაიმში მოახერხეს - 42-ე წუთზე მატეო კოვაჩიჩმა ულამაზესი გოლით მოახერხა სხვაობის შემცირება, 45+1-ზე კი პულიშიჩმა ტაბლოზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ამგვარად, ეს საოცარი მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა, რაც ყველაზე მეტად „სიტის“ აწყობდა, რომელიც უახლოეს მდევარ „ჩელსის“ უკვე 10 ქულით უსწრებს, „ლივერპულს“ კი - 11-ით, თუმცა კლოპის გუნდს ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.