ავტორიზაცია

VIDEO: ამასაც მოვესწარით - ბარსელონას მალიორკასთან ლუკ დე იონგმა მოაგებინა

თარიღი 03 იან 2022, 02:00

ლა ლიგის მე-11 ტურში „ბარსელონამ“ ურთულეს ბრძოლაში სტუმრად „მალიორკა“ დაამარცხა.

შეხვედრა პალმა დე მალიორკაში გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით 1:0 დასრულდა.

მატჩის ერთადერთი გოლი 44-ე წუთზე ჰოლანდიელმა ფორვარდმა ლუკ დე იონგმა გაიტანა და თავის გუნდს გამარჯვება მოუტანა.

„ბარსელონამ“ 31 ქულა დააგროვა და მე-5 ადგილზე გადაინაცვლა, „მალიორკა“ კი 20 ქულით მე-15 პოზიციაზეა.