ლაპორტა: "მთელი მსოფლიო მზად უნდა იყოს, ბარსელონა დიდი ფეხბურთელებისთვის ბრძოლაში დაბრუნდა"

„ბარსელონას“ პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ მოახლოვებული დიდი ტრანსფერები დაანონსა.
გასულ ზაფხულს ფინანსური პრობლემების გამო კლუბმა ლეო მესის ახალი კონტრაქტის დარეგისტრირება ვერ მოახერხა და ფეხბურთელს „პსჟ-ში“ გადასვლა მოუწია.
„მთელი მსოფლიო მზად უნდა იყოს, იმიტომ რომ ჩვენ სატრანსფერო ბაზარზე დიდი ფეხბურთელების მოყვანაზე ვიწყებთ მუშაობას, „ბარსა“ დაბრუნდა.“ - ციტირებს პრეზიდენტის სიტყვებს „ბარსელონას“ ოფიციალური ვებ-გვერდი.
იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს „ბლაუგრანამ“ „მან სიტიდან“ ფერან ტორესი შეიძინა 55 მილიონ ევროდ და ახლა ალვარო მორატას ტრანსფერზე მუშაობს.
რაც შეეხება ზაფხულს, გავრცელებული ინფორმაციით, 2022-ს ზაფხულში „ბარსელონას“ მთავარი სატრანსფერო სამიზნე ერლინგ ჰოლანდი იქნება.