ავტორიზაცია

კონტრაქტის პირობები გასაჯაროვდა — ბარსელონაში ფერან ტორესის ხელფასი ცნობილია

კონტრაქტის პირობები გასაჯაროვდა — ბარსელონაში ფერან ტორესის ხელფასი ცნობილია
თარიღი 03 იან 2022, 20:56

ცნობილი გახდა, თუ რამდენს გამოიმუშავებს "ბარსელონაში" გარემარბი, ფერან ტორესი, რომელიც კატალონიურ გრანდს "მანჩესტერ სიტიდან" შეუერთდა.

როგორც გამოცემა Diario Sport-ი იტყობინება, 21 წლის ესპანელმა "ლურჯ-ბროწეულისფრებთან" 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და მისი წლიური ხელფასი 5,5 მილიონი ევრო იქნება.

მოგეხსენებათ, კატალონიურმა გრანდმა ინგლისურ კლუბს ფერანის სანაცვლოდ 55 მილიონი გადაუხადა, დამატებით 10 მილიონი კი ბონუსების სახითაა გათვალისწინებული.

ასე და ამგვარად, "ბარსას" ტორესის ტრანსფერში საერთო ჯამში მინიმუმ 82,5 მილიონის დახარჯვა მოუწევს.

მიმდინარე სეზონში ფერანმა "სიტის" მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 7 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი პასი მიითვალა.