ავტორიზაცია

ჯამში რამდენი დაუჯდება ბარსელონას ფერან ტორესის ტრანსფერი, მისი 5-წლიანი კონტრაქტის გათვალისწინებით?

ჯამში რამდენი დაუჯდება ბარსელონას ფერან ტორესის ტრანსფერი, მისი 5-წლიანი კონტრაქტის გათვალისწინებით?
თარიღი 03 იან 2022, 22:41

ცნობილი გახდა „ბარსელონას“ ახალწვეულის, ფერან ტორესის დეტალები ახალ კლუბში.

ესპანელი შემტევი კატალონიურ გუნდში „მანჩესტერ სიტიდან“ 55 მლნ ევროდ გადავიდა, კიდევ 10 მილიონი კი ბონუსებით იქნება გათვალისწინებული, მისი გამოსასყიდი თანხა კი 1 მილიარდი ევროა.

Sport.es-ის ინფორმაციით, ფერანის წლიური ხელფასი „ბარსაში“ 5.5 მილიონი ევრო იქნება. 

ხუთწლიანი კონტრაქტის გათვალისწინებით, ბონუსების გარეშე „ბარსელონას“ ტორესი ჯამურად 82.5 მილიონი ევრო დაუჯდება.

ჯერჯერობით, „ბლაუგრანა“ ტორესის გუნდში დარეგისტრირებას გადაჭარბებული სახელფასო ჭერის გამო ვერ ახერხებს და ფეხბურთელის დებიუტი ახალ გუნდში ჯერ არ შემდგარა. ამისათვის, კლუბმა რომელიმე მოთამაშე უნდა გაყიდოს.