ოფიციალურად: ტიაგო სილვამ ჩელსისთან ახალი კონტრაქტი გააფორმა
„ჩელსიმ“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ვეტერანმა ბრაზილიელმა მცველმა, ტიაგო სილვამ გუნდთან ახალი, ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ახალი ხელშეკრულების გათვალისწინებით, ბრაზილიელი ცენტრალური მცველი „სტემფორდ ბრიჯზე“ მინიმუმ 2023 წლის ზაფხულამდე დარჩება.
ტიაგო სილვა „ჩელსიში“ 2020 წლის ზაფხულში გადავიდა, მას შემდეგ რაც მისი კონტრაქტი „პსჟ-სთან“ ამოიწურა.
თავის პირველივე სეზონში სილვამ გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო, როდესაც ფინალში „მან სიტის“ 1:0 კაი ჰავერცის გოლით აჯობა.
„ჩელსიმდე“ ტიაგო 2012 წლიდან „პსჟ-ს“ ღირსებას იცავდა და გუნდის კაპიტანიც იყო.