ავტორიზაცია

ოფიციალურად: მონაკომ ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა დაადასტურა

ოფიციალურად: მონაკომ ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა დაადასტურა
თარიღი 03 იან 2022, 22:46

„მონაკომ“ ოფიციალურად დაადასტურა თავისი ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა.

მონეგასკურმა გუნდმა მთავარ მწვთნელად ბელგიელი ფილიპ კლემანი დანიშნა, რომელმაც „მონაკოსთან“ 2024 წლის 30 ივნისამდე გააფორმა კონტრაქტი.

კლემანი 2019 წლის ზაფხულამდე „ბრიუგეს“ წვრთნიდა და გუნდმა მასთან ერთად ორჯერ მოიგო ბელგიის ჩემპიონატი, ერთხელ - სუპერთასი და ასევე მონაწილეობა მიიღო ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზეც.

შეგახსენებთ, რომ „მონაკოს“ უკანასკნელი მწვრთნელი ხორვატი ნიკო კოვაჩი იყო, რომელმაც გუნდი 2020 წლის ზაფხულში ჩაიბარა და ხელმძღვანელობამ ის დეკემბრის ბოლოს გაათავისუფლა.

კოვაჩის ხელმძღვანელობით „მონაკომ“ 74 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 43 მოიგო, 15-ჯერ ფრე ითამაშა და 16-ჯერ დამარცხდა. გუნდიდან მისი გაშვების მიზეზად კი ფეხბურთელებთან გაუარესებული ურთიერთობა დასახელდა.