ავტორიზაცია

ჰიონესი: "სავალდებულო აცრის წინააღმდეგი ვარ, მაგრამ აუცრელების უფლებები შეზღუდული უნდა იყოს"

ჰიონესი: "სავალდებულო აცრის წინააღმდეგი ვარ, მაგრამ აუცრელების უფლებები შეზღუდული უნდა იყოს"
თარიღი 03 იან 2022, 23:16

„ბაიერნის“ საპატიო პრეზიდენტმა, ული ჰიონესმა, კორონავირუსის ვაქცინაციაზე საკუთარი მოსაზრება გამოთქვა.

სავალდებულო ვაქცინაციის მომხრე ხართ?

ვაქცინაციას ბოლომდე მხარს ვუჭერ, მაგრამ არა სავალდებულოს. რაღაც დროის მანძილზე მე სავალდებულო ვაქცინაციას მხარს ვუჭერდი, მაგრამ შემდეგ დავფიქრდი: რა უნდა გავუკეთოთ ადამიანს, ვისაც აცრა კატეგორიულად არ უნდა?

სავალდებულო ვაქცინაცია ყველანაირი „მაგრამ“ და „თუ-ს“ გარეშე სერიოზული პრობლემა მგონია, რომელიც საზოგადოების გახლეჩას იწვევს. თუმცა, მოვლენათა ამჟამინდელი მდგომარეობა ასევე იმასაც ნიშნავს, რომ იმ ადამიანების უფლებები, ვინც არ არის ვაქცინირებული, შეზღუდული უნდა იყოს.

რას ფიქრობთ იოზუა კიმიხზე, რომელსაც დიდხანს ეჭვი ეპარებოდა აცრაში, შემდეგ დაინფიცირდა და ბევრ რაღაცაზე დაფიქრდა.

იოზუა - ფანტასტიკური მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება აზრი შეიცვალო. მას დროთა განმავლობაში ველაპარაკებოდი ყველანაირი ზეწოლის გარეშე და ვაფასებ იმის გამო, რაც თქვა: „სიტუაცია არასწორად შევაფასე.“

ვისურვებდი, რომ ანალოგიურად მოიქცნენ სხვა ადამიანებიც. კარგია, რომ ის აიცრა. ეს ბევრისთვის იქნება საწყისი წერტილი, ვინც სხვანაირად ფიქრობს.“