ავტორიზაცია

ინფანტინო: "რამდენ მატჩსაც სერია ა წელიწადში ატარებს ატარებს, ჩვენ იმდენი მატჩისთვის 30 წელი გვჭირდება"

ინფანტინო: "რამდენ მატჩსაც სერია ა წელიწადში ატარებს ატარებს, ჩვენ იმდენი მატჩისთვის 30 წელი გვჭირდება"
თარიღი 03 იან 2022, 23:20

ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო ფიქრობს, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ყოველ ორ წელიწადში ჩატარება ცუდს არაფერს მოიტანს.

„ეს პროექტი ეროვნული ლიგების დაცვაზეა გათვლილი, რადგან პაუზა უფრო ნაკლები იქნება, ასევე დაიცავს ფეხბურთელებსაც - ივლისში, როცა მორიგი მსოფლიო დასრულდება, მათ დასასვენებლად მინიმუმ სამი კვირა ექნებათ და არა იმდენი, რამდენიც ახლა აქვთ.

ფიფას იმ რაოდენობის მატჩების ჩასატარებლად, რამდენსაც სერია ა წელიწადში ატარებს, 30 წელი სჭირდება. ასე რომ არამგონია, რომ ევროს და მუნდიალის ყოველ ორ წელიწადში ჩატარება რაღაცას შეცვლის.

მნიშვნელოვანია დავიცვათ ბალანსი ფეხბურთელების დაცვას, მუნდიალების ჩატარებას შორის პაუზას და ფეხბურთის ზრდის მასშტაბებს შორის.“ - აღნიშნა ორგანიზაციის ხელმზღვანელმა.

მსოფლიო ჩემპიონატის ყოველ ორ წელიწადში ჩატარების იდეა, მონაწილეთა რაოდენობის გაზრდასთან ერთად, თავდაპირველად ფიფაში ერთ-ერთ თანამდებობაზე მომუშავე არსენ ვენგერს გაუჩნდა და ახლა, ამ თემაზე ფიფა აქტიურად მუშაობს. თუმცა, ფეხბურთელებსა და გულშემატკივრებს შორის, ამ იდეას ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს.