ავტორიზაცია

VIDEO: რანგნიკის პირველი მარცხი - მანჩესტერმა ახალი წელი წაგებით დაიწყო

თარიღი 03 იან 2022, 23:41

პრემიერ ლიგის 21-ე ტურში „მანჩესტერ იუნაიტედი“ შინ „ვულვერჰემპტონთან“ სენსაციურად დამარცხდა.

მატჩი „ოლდ ტრაფორდზე“ გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით 1:0 დასრულდა.

ერთადერთი გოლი შეხვედრის 82-ე წუთზე პორტუგალიელმა ნახევარმცველმა ჟოაო მოუტინიომ გაიტანა და თავის გუნდს მოულოდნელი გამარჯვება მოუტანა.

„იუნაიტედმა“ კი რალფ რანგნიკთან ერთად პირველი მარცხი იწვნია და 19 ჩატარებული მატჩს შემდეგ 31 ქულით მე-7 ადგილს იკავებს. „ვულვზი“ 28 ქულით მერვეა.